Marketing Manager
Full Time გამოქვეყნდა: 3 დღის წინ ბოლო ვადა: 22.11.2026
Tbilisi · Full-time · On-site (hybrid possible after onboarding)
კომპანიის შესახებ:
Optio არის Customer Engagement პლატფორმა 7-წლიანი ისტორიით, რომელსაც იყენებენ ადგილობრივი ბანკები და სადაზღვევო კომპანიები. ახლა ჩვენ ვუშვებთ პროდუქტის SaaS ვერსიას, რაც ჩვენს ტექნოლოგიას ხელმისაწვდომს გახდის მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე
როლის აღწერა:
ჩვენ ვეძებთ Optio-ს პირველ Full-time მარკეტინგის მენეჯერს, რომელიც სრულად აიღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის პოზიციონირებასა და კომუნიკაციაზე არსებულ თუ პოტენციურ კლიენტებთან და გაყიდვების გუნდს დაეხმარება ახალი კლიენტების (leads) მოზიდვაში. ეს პოზიცია უშუალოდ ექვემდებარება მარკეტინგსა და ზრდაზე პასუხისმგებელ თანადამფუძნებელს და მჭიდროდ ითანამშრომლებს პროდუქტისა და ბიზნესის განვითარების გუნდებთან.
What You Will Own
1. Position Optio in the market
განსაზღვრეთ, ვისთვის არის განკუთვნილი ჩვენი პროდუქტი, რა პრობლემას ვწყვეტთ და რატომ შეიძლება ვიყოთ საუკეთესო არჩევანი. ეს მოიცავს ჩვენი გზავნილებისა და პოზიციონირების ნულიდან შემუშავებას, ჩვენი მყიდველების სიღრმისეულ შესწავლას კვლევების, ინტერვიუებისა და გაყიდვების გუნდის უკუკავშირის საფუძველზე, ასევე იმის უზრუნველყოფას, რომ ყველაფერი, რასაც სხვადასხვა არხებში ვამბობთ, ასახავდეს ერთიან და თანმიდევრულ ხედვას. თქვენ ასევე იქნებით პასუხისმგებელი კონკურენტების ანალიზზე (competitive intelligence) და ამ მიგნებების ინტეგრირებაზე პროდუქტისა და მარკეტინგის გადაწყვეტილებებში.
2. Build and run the lead generation engine
დაგეგმეთ და განახორციელეთ კამპანიები სხვადასხვა არხებში: ციფრული მედია, იმეილ-მარკეტინგი, ღონისძიებები, კონტენტი და ვებსაიტი. მართეთ სრული პროცესი: როგორ გროვდება ლიდები, როგორ კვალიფიცირდებიან MQL-ებად (Marketing Qualified Leads) და როგორ გადაეცემიან ბიზნესის განვითარების გუნდს. თქვენ დააკონფიგურირებთ და მართავთ CRM-ს (marketing pipeline), გაყიდვების გუნდთან შეთანხმებით განსაზღვრავთ კვალიფიციური ლიდის კრიტერიუმებს და ყოველკვირეულად წარადგენთ რეპორტებს სხვადასხვა მაჩვენებელების გარეშემო, რომლებიც გვიჩვენებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს მარკეტინგის პროცესი სისტემა.
3. Equip the sales team to win
შექმენით და განაახლეთ მასალები, რომლებიც ბიზნესის განვითარების გუნდს დაეხმარება პროცესების დაჩქარებასა და გარიგებების წარმატებით დახურვაში (პრეზენტაციები, დემო ვიდეოები, case studies). Optio-ს ახალ ბაზრებზე გასვლასთან ერთად, თქვენ მოარგებთ გზავნილებსა და მასალებს შესაბამისი ბაზრის კონტექსტს.
4. Build the marketing function
თქვენ ხართ ჩვენი გუნდის პირველი მარკეტერი. ეს ნიშნავს იმ პროცესების, რეპორტინგის და სტანდარტების შექმნას, რომლებსაც ეს ფუნქცია დაეყრდნობა. საჭიროებისამებრ, მოამზადებთ ბრიფებს და უხელმძღვანელებთ ფრილანსერებს, დიზაინერებს ან სააგენტოებს, მათ შორის ბრენდის განახლების პროექტზე.
What we are looking for
-გამოცდილება B2B მარკეტინგში (Product / Growth Marketing), კონკრეტულად SaaS ან ტექნოლოგიური პროდუქტების მიმართულებით -პოზიციონირების ნულიდან შექმნისა და მისი ლიდების გენერირების კამპანიებად გარდაქმნის დადასტურებული გამოცდილება -ციფრულ არხებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება: email, სოციალური მედია, ფასიანი რეკლამა (paid media) და მარკეტინგული ავტომატიზაცია -მომხმარებელთა მონაცემებთან და ანალიტიკასთან მუშაობის უნარი აუდიტორიის სეგმენტაციისა და კამპანიის შედეგების გასაზომად -საზრიანი, მოქნილი და დამოუკიდებელი, რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარით -ტექნოლოგიური პროდუქტის გააზრებისა და ბიზნეს-მყიდველებისთვის მარტივ ენაზე ახსნის უნარი -ფრილანსერებისთვის ან სააგენტოებისთვის ბრიფების მომზადებისა და მათი მართვის გამოცდილება -ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი წერითი ცოდნა
What success looks like in 6 months
-ორგანიზებული მარკეტინგული ფუნქცია და პროცესები -დოკუმენტირებული პოზიციონირება და გზავნილები -გაშვებული SaaS Go-to-Market სტრატეგია მოქმედი ფაიფლაინითდა ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგით -გაშვებული ახალი ვებსაიტი SaaS პოზიციონირებით, SEO-ოპტიმიზებული კონტენტითა და CRM-თან ინტეგრირებული ლიდების შეგროვების სისტემით -გამოქვეყნებული case studies და სრულყოფილი მასალების გაყიდვებისთვის გიუნდისთვის -შეთანხმებული MQL, SQL და ICP დეფინიციები ბიზნესის განვითარების გუნდთან -კვალიფიციური ლიდების მზარდი ნაკადი
What we offer
- მარკეტინგის მიმართულების ნულიდან აშენების შესაძლებლობას
- უშუალო მუშაობას დამფუძნებლებთან და რეალურ გავლენას MarTech პროდუქტის განვითარებასა და Go-to-Market პროცესზე
- საქართველოს ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო გაფართოების პროცესში მონაწილეობის გამოცდილებას
- კონკურენტულ ანაზღაურებასა და ბენეფიტებს
Hiring process
- რეგისტრაცია: careers.optio.ai
- მოკლე ონლაინ გასაუბრება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან (fit, motivation and expectations)
- დავალება: მინი Go-to-Market გეგმა
- სიღრმისეული გასაუბრება: დავალების პრეზენტაცია და განხილვა
დამატებითი კითხვების შემთხვვეაში დაგვიკავშირდით Hr@optio.ai ან მოგვწერეთ Facebook გვერდზე