კონფიდენციალურობის პოლიტიკა
იხილეთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს ვაგროვებთ Optio-ში განაცხადის შევსებისას, რატომ ვინახავთ მათ, ვის აქვს მათზე წვდომა და რა უფლებები გაქვთ, როგორც კანდიდატს
Last updated: 8 September 2026
კონფიდენციალურობის პოლიტიკა (Privacy Policy)
Optio პატივს სცემს შენს კონფიდენციალურობას და იცავს შენს პერსონალურ მონაცემებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1. რა მონაცემებს ვამუშავებთ?
შერჩევის პროცესის ფარგლებში ვამუშავებთ შენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას: სახელს, გვარს, საკონტაქტო მონაცემებს (ელფოსტა, ტელეფონი), CV-ს, LinkedIn პროფილის ბმულს, შესრულებულ ტექნიკურ დავალებასა და გასაუბრების ჩანაწერებს.
2. რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი?
შენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ ვაკანსიაზე შენი კანდიდატურის განხილვის, შერჩევის ეტაპების მართვისა და შენთან დაკავშირების მიზნით.
3. მონაცემთა შენახვის ვადა
-
აქტიური ვაკანსიის ფარგლებში: მონაცემები ინახება შერჩევის პროცესის დასრულებამდე.
-
მომავალი შესაძლებლობებისთვის: შენი თანხმობით, მონაცემები შეიძლება შევინახოთ 24 თვის ვადით, რათა სამომავლოდ შესაბამისი ვაკანსიის გამოჩენისას ისევ დაგიკავშირდეთ.
4. მესამე პირებისთვის გადაცემა
შენი პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა იმ უსაფრთხო ტექნოლოგიური სერვისებისა (მაგ. ღრუბლოვანი სერვერები/ATS სისტემები), რომლებსაც Optio იყენებს შერჩევის პროცესის სამართავად.
5. შენი უფლებები
ნებისმიერ დროს გაქვს უფლება:
-
მოითხოვო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს ვინახავთ შენზე;
-
მოითხოვო მონაცემების გასწორება, განახლება ან წაშლა;
-
გამოითხოვო თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე.
ამ უფლებებით სარგებლობისთვის ან კითხვების არსებობისას შეგიძლიათ მოგვწეროთ ელფოსტაზე: hr@optio.ai