Research & Engineering თბილისი ვადა ამოიწურა (გუშინ)

Senior Software Engineer

Full Time 6000–8000 GEL გამოქვეყნდა: 3 კვირის წინ

განაცხადები აღარ მიიღება ყველა ვაკანსია
გაიგე მეტი

Senior Software Engineer

ჩვენ შესახებ

Optio აშენებს Customer Engagement Platform-ს დიდი და საშუალო ზომის კომპანიებისთვის. ჩვენი პლატფორმა ყოველდღიურად მუშაობს ათობით მილიონ ჩანაწერზე, აერთიანებს distributed processing-ს, workflow-ებს და მონაცემების რეალურ დროში მიწოდებას.

გუნდი იზრდება. ვეძებთ გამოცდილ full-stack ინჟინერს, რომელსაც შეუძლია ჩვენს ნებისმიერ ტექნოლოგიაში სწრაფად ჩაერთოს და დამოუკიდებლად იმუშაოს — არა ერთ ვიწრო ღერძზე, არამედ იქ, სადაც იმ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება პროდუქტს.


რას ველოდებით შენგან

  • შეგიძლია აიღო პასუხისმგებლობა ტექნიკურ ამოცანაზე — იდეიდან პროდაქშენამდე;
  • როცა ახალ სისტემას აპროექტებ, ჩავარდნის სცენარებზეც ისევე ფიქრობ, როგორც happy path-ზე;
  • გიმუშავია სისტემაზე, რომელიც ნამდვილად ჩავარდნილა production-ში და შენ იყავი ის თანამშრომელი, ვინც იპოვა მიზეზი და ისე გადააკეთა, რომ აღნიშნული ჩავარდნა აღარ განმეორებულიყო;
  • შეგიძლია დაასაბუთო და დაიცვა შენი არქიტექტურული გადაწყვეტილება;
  • ახალ ტექნოლოგიას სწრაფად ითვისებ და მალევე იწყებ მასზე დამოუკიდებლად მუშაობას;
  • წერ სუფთა, ტესტირებად და ხარისხიან კოდს, როგორც backend-ზე, ისე frontend-ზე;
  • იყენებ AI-ს ყოველდღიურად, მაგრამ AI-ს ნაწერ კოდზე შენ აგებ პასუხს — და ამ განსხვავებას გრძნობ.

რაზე იმუშავებ

მონაცემთა ინტეგრაცია — კონექტორები კლიენტის სისტემებთან, ადაპტერები მესიჯების პროვაიდერებთან, მონაცემთა ნაკადები, მათი მდგრადობა და აღდგენადობა. წარმადობა და მასშტაბი — ასობით მილიონი ჩანაწერი: სად არის “ბოტლნეკი”, როგორ ვზომავთ, რა უნდა შეიცვალოს წარმადობის გასაუმჯობესებლად.


გამოცდილება და უნარები

აუცილებელი

  • 4+ წელი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში;
  • full-stack გამოცდილება — backend და frontend, არა მხოლოდ ერთი მხარე;
  • დისტრიბუციული სისტემების პრაქტიკული ცოდნა: idempotency (განმეორებადობის უსაფრთხოება), retry სტრატეგიები, DLQ (Dead Letter Queue — შეცდომით დამუშავებული შეტყობინებების რიგი), აღდგენადობა ჩავარდნის შემდეგ;
  • გამოცდილება მონაცემთა დიდ მოცულობასთან — batch processing, streaming, ან ორივე;
  • AI-ით გენერირებული კოდის კრიტიკული შეფასების უნარი;
  • მინიმუმ ერთი დასრულებული და პროდაქშენში გაშვებული სისტემა, რომელზეც შენ აგებდი პასუხს.

სასურველი

  • გამოცდილება ჩვენს სტეკთან ახლოს: TypeScript/NestJS, Angular, Elasticsearch, RabbitMQ, Redis, ClickHouse, Apache NiFi;
  • observability-ის (მეტრიკები, ლოგები, trace-ები) აწყობის გამოცდილება — არა როგორც დამატება, არამედ როგორც დიზაინის ნაწილი;
  • ბენჩმარკინგი და capacity planning — არა ინტუიციით, არამედ გაზომვით;
  • CDP, MarTech, ბანკინგის ან სადაზღვევო დომენის ცოდნა.

ტექნოლოგიური გარემო

NestJS · Angular · RabbitMQ · Redis · Elasticsearch · Docker · S3 · ClickHouse · Apache NiFi


ანაზღაურება და პირობები

  • დიაპაზონი: 6,000 – 8,000₾ (NET);
  • შეფასება და უკუკავშირი: წელიწადში ორჯერ (6-თვიანი ინტერვალებით);
  • სამუშაო გრაფიკი: საწყის ეტაპზე ოფისიდან (შემდგომ შესაძლებელია ჰიბრიდული მოდელი);
  • ლოკაცია: D Block @ Stamba, თბილისი;
  • პროცესი: Scrumban; რელიზ ციკლი — 1 თვე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რაც იცი, არამედ ის, როგორ ფიქრობ მაშინ, როცა სისტემა ჩავარდება.

როგორ მიმდინარეობს შერჩევა

  1. განაცხადი და პროფილი · ~10 წთ — დარეგისტრირდი, შეავსე პროფილი და ატვირთე CV
  2. დავალების აღება — გახსენი დავალება — ათვლა ამ მომენტიდან იწყება
  3. დავალების გაგზავნა — შეასრულე და გამოგვიგზავნე ნამუშევარი ვადის ამოწურვამდე
  4. განხილვა — ჩვენი გუნდი განიხილავს შენს განაცხადს
  5. გასაუბრება — გაცნობითი და ჩაღრმავებული საუბრები გუნდთან
  6. შეთავაზება — წარმატების შემთხვევაში გელოდება შეთავაზება Optio-სგან
განაცხადები აღარ მიიღება ყველა ვაკანსია